logo_geo
სუდანში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, არის მსხვერპლიც
- +

10 იანვარი. 2019. 14:37

სუდანში პოლიციამ ანტისამთავრობო აქცია ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.

მანამდე აქციების მსვლელობისას სამი ადამიანი დაიღუპა.

პოლიცია სამი ადამიანის გარდაცვალების ფაქტს იძიებს, ასევე ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

 

სუდანში 2018 წლის დეკემბრიდან მასობრივი ანტისამთავრობო აქციები იმართება.

 

ქვეყნის მოსახლეობა ნავთობზე, პურსა და ფქვილზე ფასების ზრდას აპროტესტებს.

აქციის მონაწილეები ქვეყნის პრეზიდენტს ომარ ალ-ბაშირს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

9 იანვარს სუდანის პრეზიდენტმა მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი