გერმანიის ექვს ქალაქში პოლიცია მასშტაბურ რეიდებს ატარებს, მათ შორის ბარებსა და სხვა დაწესებულებებში. რეიდებში პოლიციის 1300 ოფიცერია ჩართული.
რეიდები მიმდინარეობს გელზენკირხენში, დორტმუნდში, დუისბურგში, ესენში, ბოხუმსა და რეკლინგჰაუზენში.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაცია არაბების კლანების წინააღმდეგ ტარდება და ღონისძიების ფარგლებში, მათ მიერ გახსნილ დაწესებულებებში ჩხრეკა ხორციელდება.
სამართალდამცველების მთავარი სამიზნე ალბანური წარმოშობის არაბები არიან, რომლებსაც ამ ქალაქებში არაფორმალური კლანური მმართველობა აქვთ დამყარებული.