logo_geo
ტერეზა მეი: Brexit-ის შეთანხმებაზე მარცხი დემოკრატიის მიმართ ნდობას კატასტროფულად დააზიანებს
- +

13 იანვარი. 2019. 12:16

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, Brexit-ზე შეთანხმების მიუღწევლობა ქვეყნისთვის კატასტროფული იქნება. მეის თქმით, ეს იქნება „უდიდესი ზიანი, რომელიც დემოკრატიისადმი ჩვენს ნდობას მიადგება“. ამის შესახებ მეი Sunday Express-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

წერილში ტერეზა მეი თემთა პალატის წევრეს სთხოვს და მოუწოდებს Brexit-ის შესახებ მისი შეთანხმების მხარდაჭერისკენ.

 

Brexit-ის შესახებ ტერეზა მეის შეთანხმებას პარლამენტში კენჭი 15 იანვარს ეყრება.

 

კენჭისყრა 2018 წლის 11 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა 10 დეკემბერს ტერეზა მეიმ კენჭისყრის გადადების ერთ-ერთ მიზეზად ის დაასახელა, რომ ბრიუსელთან შეთანხებულ პროექტს დეპუტატები მხარს არ დაუჭერდნენ.

 

გადაწყვეტილება ქვეყანას ანიჭებს უფლებამოსილებას, ევროკავშირის თანხმობის გარეშე გაიხმოს გაერთიანების დასატოვებლად გაკეთებული ოფიციალური განაცხადი. ტერეზა მეი დარწმუნებულია, რომ Brexit-ის შემდეგ რაუნდში გაიმარჯვებს.

 

გასული წლის 23 ივნისს,  ტერეზა მეიმ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს შესთავაზა, მიეცეს ყველა იმ მოქალაქეს მუდმივი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში, სულ მცირე, 5 წელია ცხოვრობს. ეს სტატუსი Brexit-ის შემდეგ, მოქალაქეებს სამეფოში დარჩენის საშუალებას და სახელმწიფო მომსახურების გამოყენების საშუალებას მისცემს.

 

ევროპელმა პარლამენტარებმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ტერეზა მეის წინადადება დაიწუნეს.

 

ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.

 

გარდამავალი პერიოდი 2019 წლის 29 მარტს დაიწყება. სწორედ ამ დღეს დატოვებს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი