logo_geo
პარიზში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა
- +

13 იანვარი. 2019. 19:29

 

 

 

პარიზში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.

ახალგაზრდა ქალის ცხედარს შემთხვევის ადგილზე, ნანგრევებში მიაგნეს.

 

დაშავებულია 50-მდე ადამიანი. 10 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. დაღუპულებს შორის ორი მეხანძრე და ერთი ესპანელი ტურისტია. მეოთხე მსხვერპლი, ახალგაზრდა ქალი კი იმ შენობაში ცხოვრობდა, სადაც აფეთქება მოხდა.

 

საფრანგეთის დედაქალაქში, ერთ-ერთ საცხობში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, აფეთქება 12 იანვარს მოხდა, რის შემდეგაც შენობას ცეცხლი მოეკიდა. დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში აფეთქების შედეგად, საცხობთან ერთად, დაზიანდა ახლომდებარე შენობები და რამდენიმე ავტომობილი.

 

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი