logo_geo
ირანში ავიაკატასტროფას 10 ადამიანი ემსხვერპლა
- +

14 იანვარი. 2019. 10:36

ირანში Boeing 707-ის ტიპის სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფას 10 ადამიანი ემსხვერპლა.

 

ირანული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი ქვეყნის დედაქალაქ თეირანის გარეუბანში, კარაჯის აეროპორტთან ჩამოვარდა.

 

ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა ირანული მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა შესაძლოა, უამინდობამ გამოიწვია.

 

სატვირთო თვითმფრინავი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკიდან მიფრინავდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი