logo_geo
ყაზახეთში ტერაქტების მომზადებაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს
- +

14 იანვარი. 2019. 12:21

 

ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა სპეცოპერაციის ფარგლებში ტერაქტების მომზადებაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს.

 

„ქალაქ ალმათიში ეროვნული უშიშროების კომიტეტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია უცხოელების ჯგუფი, რომლებიც ყაზახეთში ტერაქტების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილი

სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელ მისამართზე ჩხრეკა ჩაატარეს, რის შედეგადაც ამოღებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები, ასევე ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვია-წამალი.

გამოძიების ვერსიით, დაკავებული პირები საზღვარგარეთ მყოფ „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ დავალებით მოქმედებდნენ. ამავე მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება და შემდგომი შეიარაღებული თავდასხმა ალმათიში იგეგმებოდა“, - ნათქვამია ყაზახეთის უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი