logo_geo
ტერეზა მეი თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს
- +

16 იანვარი. 2019. 12:13

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტის თემთა პალატამ მხარი არ დაუჭირა ტერეზა მეის მთავრობის მიერ ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას „ბრექსიტის“ შესახებ, განაცხადა, რომ ტერეზა მეი თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.

 

„დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს და ძალისხმევის კონცენტრირებას მოახდენს ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის რეალიზებაზე“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა.

 

მისივე განცხადებით, პრემიერი მიიჩნევს, რომ მას პარლამენტის ქვედა პალატის მხარდაჭერა აქვს.

 

მისივე თქმით, თუ მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებენ, მმართველ პარტიას ორი კვირის განმავლობაში შეუძლია ალტერნატიული მთავრობის ფორმირება და ხელახლა ნდობის ვოტუმის პროცედურის გავლა.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ ხმათა უმრავლესობით ჩააგდო ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ შეთანხმებული პროექტი, რომელიც ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას ეხებოდა.

 

 

big_banner
არქივი