logo_geo
ტერეზა მეი: ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის ვადებს არ გააუქმებს
- +

16 იანვარი. 2019. 19:51

 

 

„ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის ვადებს არ გააუქმებს“, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, თემთა პალატაში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

 

ტერეზა მეის თქმით, არსებობს ორი გზა, რომ ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმება არ ჩაიშალოს.

 

პირველი შეთანხმების მხარდაჭერაა, მეორე კი, 50-ე მუხლის გაუქმება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა მეორე გზას არ აირჩევს.

 

პარალელურად, გერმანიის კანცლერმა ბრიტანეთთან სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას თქვა, რომ ევროკავშირი ბრექსიტისგან ზიანის მინიმუმამდე შემცირებას ცდილობს და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისგან ახალ წინადადებებს ელის.

 

ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია ყველა სცენარისთვის მოემზადა და მათ შრის იგულისხმება ბრიტანეთ-ევროკავშირის შეთანხმების ჩაშლაც.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი