The Burj Al Babas თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ბოლუს პროვინციაში მდებარეობს. დასახლებაში ზუსტად ისეთი ციხესიმაგრეებია, როგორშიც Disney-ის მულტფილმის გმირები ცხოვრობენ. სოფელში სულ 732 შატოს სტილის ვილაა.
პროექტი 2014 წელს დაიწყო. „ზღაპრული სასახლეები“ Sarot Group-მა ააშენა. თავდაპირველად, თითქოს, საქმე არც ისე ცუდად მიდიოდა. 350 ვილა კატარის, საუდის არაბეთის, ბაჰრეინის, ქუვეითის, არაბთა გაერთიანებული სამეფოს მცხოვრებლებმა შეიძინეს. მშენებლების გათვლაც ეს იყო – ციხესიმაგრეები სპარსეთის ყურის ქვეყნების მოქალაქეებისთვის აშენდა.
ყველა სასახლეში არის მეჩეთი, სავაჭრო ცენტრი, საცურაო აუზი, თურქული აბანო, სილამაზისა და ჯანმრთელობის ცენტრები. დასახლებას გარშემო ტყე აკრავს.
თუმცა, The Burj Al Babas-ში მოვლენები არც ისე ზღაპრულად განვითარდა. გაყიდული ვილების რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა. Sarot Group-ს $27 მილიონი ვალი დაედო და პროექტი ვერ დაასრულა. ციხესიმაგრეებში დრო და მშენებლობა გაჩერდა. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდეს.
თუმცა, Sarot Group-ის ხელმძღვანელობა ამ ვერდიქტს არ ეთანხმება და გადაწყვეტილების მომდევნო ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებს.
„ამ პროექტის ღირებულება $200 მილიონი დოლარია. 100 ვილა რომ გავყიდოთ, ვალს სრულად დავფარავთ, 4-5 თვეში ამ კრიზისსაც დავძლევთ და იმედი გვაქვს, რომ 2019 წელს პროექტი ნაწილობრივ გაიხსნება“.