logo_geo
ბავარიაში ფერმერის ძროხები მეზობელს დაძინების საშუალებას არ აძლევენ
- +

24 იანვარი. 2019. 17:06

 

გერმანიაში, კერძოდ ბავარიაში ძროხებისგან გამოწვეული ხმაურის გამო, მეზობელმა ფერმის მეპატრონეს უჩივლა. დავა სასამართლოში ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც ფერმერმა განაცხადა, მის ძროხებს ყელზე ზარი აქვს შებმული, რაც ზოგჯერ უსიამოვნო ხმას იწვევს, თუმცა მას ეს ხერხი საბალახოდ გაშვებული ძროხების  პოვნას უადვილებს.

 

მეზობელი კი აცხადებს, რომ მას ძროხებმა სიცოცხლე გაუმწარეს და ღამით დაძინების საშუალებას არ აძლევენ. შეწუხებული მეზობელი მოითხოვს ძროხების სხვა ადგილზე გადაყვანას ან ზარების შეხსნას.

 

ორივე მათგანი ამ დრომდე სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

 

 

big_banner
არქივი