logo_geo
ამერიკაში მოსამსახურე ქალისა და მილიარდერი მამაკაცის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
- +

29 იანვარი. 2019. 19:31

 

 

ამერიკული გამოცემა „NEW YORK TIMES იუწყება, რომ მოსამსახურე ქალი, რომელიც მილიარდერის ოჯახში 18 წელი მუშაობდა, სამი დღე ლიფტში იყო გაჭედილი.

ამ ამბავში საინტერესო ისაა, რომ მილიარდერმა მამაკაცმა ქალის დროულად დახმარებისთვის არაფერი იღონა. მოსამსახურე ქალმა დასვენების დღეები, შაბათ-კვირა ლიფტში გაატარა და თავი „ტყვეობას“ მხოლოდ ორშაბათს, სამაშველო ბრიგადების დახმარებით დააღწია.

 

საქმე ახლა სასამართლოში გრძელდება. დაზარალებული მილიარდერისგან ფიზიკური და მორალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

 

როგორც ქალის მეუღლე აცხადებს, მისი ცოლი იმ ოჯახში სამუშაოდ აღარასოდეს დაბრუნდება.

 

big_banner
არქივი