logo_geo
კიანუ რივზი კლინიკებს მილიონებს საიდუმლოდ ურიცხავს
- +

31 იანვარი. 2019. 18:47

 

 

კიანუ რივზი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი და ჰუმანური ვარსკვლავია. ის არასოდეს საუბრობს საკუთარ ცხოვრებაზე. ცნობილი ხდება, რომ ჯერ კიდევ 2000 წელს მსახიობმა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის ფონდი შექმნა, ეს მსახიობის დიდი ხნის ოცნება იყო.

 

როგორც ცნობილია, მისი და სწორედ ონკოლოგიურ დაავადებას ემსხვერპლა. ამის შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, რაც ჟურნალისტმა რივზს კითხვა დაუსვა, მსახიობმა ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ ქველმოქმედებით რეკლამის გაკეთებას არ აპირებს. ეს იმ ფონზე, როდესაც რივზი ბავშთა საავადმყოფოებს მილიონებს ურიცხავს.

 

„რივზი ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური მსახიობია, რომელიც გარშემო ყველას ეხმარება. მაგალითად ფილმ „მატრიცას“ გადაღებებისას მან ერთ-ერთი თანამშრომლის ფინანსური პრობლემის შესახებ გაიგო და მას საშობაოდ 20 ათასი დოლარი გადაურიცხა“, - წერს გამოცემა Nextshark.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი