logo_geo
აშშ სირიიდან შეიარაღებულ ძალებს აპრილის ბოლოსთვის სრულად გამოიყვანს
- +

8 თებერვალი. 2019. 10:45

 

„აშშ სირიიდან თავის შეიარაღებულ ძალებს აპრილის ბოლოსთვის სრულად გამოიყვანს“, - ამის შესახებ გამოცემა „The Wall Street Journal“ იუწყება.

 

გამოცემის ინფორმაციით, სირიიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალების კონტინგენტის ძირითადი ნაწილი მარტის შუა რიცხვებისთვის იქნება გამოყვანილი. აშშ-ს შეიარაღებული ძალების სარდლობა ჯარის გამოყვანაზე ამახვილებს ყურადღებას, ვინაიდან ძალები, რომლებსაც მხარს უჭერს აშშ, უახლოეს დღეებში „ისლამური სახელმწიფოს“ უკანასკნელი ტერიტორიების აღებას გეგმავენ.

 

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ არ შეუმუშავებია ზომების გეგმა, რომელიც სირიაში ქურთი მეამბოხეების დაცვას უზრუნველყოფს ამერიკული ჯარების სირიიდან გასვლის შემდეგ.

 

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 19 დეკემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიიდან აშშ-ს შეიარაღებული ძალების კონტინგენტის გამოყვანის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. ამჟამად სირიაში 2 000-მდე ამერიკელი სამხედროა.

 

 

 

big_banner
არქივი