logo_geo
მიშელ ობამას მოულოდნელი გამოჩენა GRAMMY-ზე: მუსიკა მეხმარებოდა, მეთქვა ჩემი ამბავი...
- +

11 თებერვალი. 2019. 13:25

 

 

დღეს, ლოს-ანჯელესში „გრემის“ დაჯილდოების 61-ე ცერემონია გაიმართა. ღონისძებას მომღერალი ალიშა ქისი უძღვებოდა, მოულოდნელად კი სცენაზე ლედი გაგასთან, ალიშა ქისთან, ჯენიფერ ლოპესთან და ჯეიდ პინკეტ სმიტთან ერთად ამერიკის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა გამოჩნდა და მუსიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

მუსიკა ყოველთვის მეხმარებოდა, რომ მეთქვა ჩემი ამბავი. ვიცი, ეს ყველასთვის ასეა. მიუხედავად იმისა, მოგვწონს ქანთრი, რეპი თუ როკი, მუსიკა გვეხმარება, გამოვავლინოთ საკუთარი თავები, ჩვენი ღირსება და მწუხარება, იმედები და მხიარულება. ის გვაძლევს საშუალებას, მოვუსმინოთ ერთმათს. მუსიკა გვანახებს, რომ ყველაფერი მნიშველოვანია, ყველა ამბავი ყველა ხმასთან ერთად, ყველა ჩანახატი ყველა სიმღერასთან ერთად, ასე არ არის, ქალბატონებო? - განაცხადა მიშელ ობამამ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი