logo_geo
ბრიტანეთის პარლამენტში წყალი ჩავიდა
- +

5 აპრილი. 2019. 18:48

 

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის სხდომათა დარბაზში წყალი ჩავიდა. „The Guardian“-ის ცნობით, გადასახადებისა და დაზღვევის თემაზე დისკუსიისას დარბაზის ჭერიდან წყალმა გაჟონა, რამაც სავარძლები, ხალიჩა და სხვა ინვენტარი დაასველა.

 

წყლის გაჟონვა, სავარაუდოდ, ძლიერი წვიმის შედეგად სახურავზე დაგროვილმა წყალმა გამოიწვია.

 

შემთხვევის შემდეგ თემთა პალატამ მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში შეძლო მუშაობის გაგრძელება. მედიის ცნობით, თემთა პალატა მუშაობას, დარბაზის შეკეთების შემდეგ, ორშაბათს განაახლებს.

 

ბრიტანეთის პარლამენტის შენობა მე-19 საუკუნისაა და მას მოძველებული მილების სისტემა აქვს. მომხდარს ბრიტანელი პოლიტიკოსები Twitter-ზეც გამოეხმაურნენ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი