logo_geo
პაკისტანში აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა
- +

12 აპრილი. 2019. 11:42

პაკისტანის ქალაქ ქუეტას ბაზართან მომხდარი აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა კარტოფილთან ერთად, ტომარაში იყო დამალული.

 

სამართალდამცველების განცხადებით, თავდასხმის სამიზნეს ჰაზარების ეთნიკური ჯგუფი წარმოადგენდა. ისინი შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. ინციდენტის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ მაშველები. აფეთქებამ მნიშვნელოვნად დააზიანა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობები.

 

big_banner
არქივი