logo_geo
დალაი ლამა საავადმყოფოდან გაწერეს
- +

12 აპრილი. 2019. 12:48

 

 

ტიბეტელი ხალხის სულიერი და პოლიტიკური ლიდერი დალაი ლამა ინდოეთის დედაქალაქ დელის საავადმყოფოდან გაწერეს.

 

იგი კლინიკაში ფილტვების ინფექციის გამო, სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

 

როგორც დალაი ლამამ აღნიშნა, ის თავს ნორმალურად გრძნობს.

 

ტიბეტელი ხალხის 83 წლის სულიერი ლიდერი უკვე სახლში იმყოფება და საჭირო ვარჯიშებსაც ასრულებს.

 

შეგახსენებთ, ჩინეთმა ტიბეტზე კონტროლი 1950 წელს დაამყარა, ოფიციალური პეკინი დალაი ლამას საშიშ სეპარატისტად მიიჩნევს. 83 წლის სულიერი ლიდერი ინდოეთში 60 წლის წინ გაიქცა. იგი ნობელის პრემიის ლაურეატია და ყველაზე პოპულარული სპიკერია მსოფლიოში, თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში იგი საერთაშორისო ღონისძიებებში აღარ იღებს მონაწილეობას.

 

 

big_banner
არქივი