logo_geo
ბელარუსმა, შესაძლოა, რუსული ნავთობის ტრანზიტი შეზღუდოს
- +

12 აპრილი. 2019. 18:12

 

 

რუსეთის მხრიდან ბელარუსის პროდუქციაზე შეზღუდვების დაწესების შემდეგ, ბელარუსმა შესაძლოა, რუსული ნავთობის ტრანზიტი შეზღუდოს.

 

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ, ქვეყნის ვიცე-პრემიერმა იგორ პეტრიშენკომ თქვა, რომ ევროპის მიმართულებით რუსული გაზის ტრანზიტის შეზღუდვა ან შეჩერება ნავთობსადენის ხუთი მონაკვეთის კაპიტალური შეკეთების საჭიროებას უკავშირდება.

 

ბელარუსის მაღალჩინოსნის თქმით, სპეციალისტებმა მილსადენის შეკეთების აუცილებლობის შესახებ ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ განაცხადეს.

 

რუსული ნავთობის ტრანზიტის შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია, მინსკსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე გაჟღერდა. რუსეთის მიერ ბელარუსის რამდენიმე პროდუქტზე შეზღუდვების შემოღება ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სანქციების დაწესებას შეადარა.

 

 

big_banner
არქივი