logo_geo
ბარსელონაში მენეჯერი სამსახურიდან ზედმეტი მუშაობის გამო გაათავისუფლეს
- +

12 აპრილი. 2019. 18:13

 

 

„ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში, „ლიდლის“ მენეჯერი სამსახურიდან იმის გამო გაუშვეს, რომ რეგულარულად იმაზე მეტს შრომობდა, ვიდრე საჭირო იყო“, - ამის შესახებ ესპანური პრესა იუწყება.  

 

სავაჭრო დაწესებულების ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ეს გულმოდგინე თანამშრომელი ზოგჯერ, საკუთარი ინიციატივით, სამუშაო დღის დაწყებამდე მიდიოდა და მაღაზიას „კლიენტებისთვის ამზადებდა“.

 

მამაკაცი სამსახურში, ხელმძღვანელობის სანქციის გარეშე, ყოველდღიურად, ზედმეტად 49-დან 87 წუთამდე ატარებდა. წესების მიხედვით, მას დამატებითი ხელფასი ეკუთვნოდა. ასე რომ, შრომისმოყვარე თანამშრომელმა მფლობელებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

 

 

big_banner
არქივი