logo_geo
პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ ზელენსკის დებატები 19 აპრილს სტადიონზე გაიმართება
- +

17 აპრილი. 2019. 15:32

 

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დათანხმდა ოპოზიციონერი პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმირ ზელენსკის შეთავაზებას, 19 აპრილს დებატების კიევის სტადიონზე გამართვის შესახებ. როგორც „ტელეკომპანია 112“-ის ეთერში მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, საჭიროა, ამომრჩეველმა მიიღოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია და მზად არის, ზელენსკისთან სადებატოდ სტადიონზე მივიდეს.

 

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ თითოეულმა უკრაინელმა მოქალაქემ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოს კანდიდატების შესახებ. აუცილებელია, მოქალაქეებმა აბსოლუტურად გაცნობიერებულად გააკეთონ არჩევანი. ამიტომ 19 აპრილს ჩვენ სტადიონზე შევხვდებით“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

 

შეგახსენებთ, უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმირ ზელენსკი ვერ თანხმდებოდნენ დებატების გამართვის დროსა და ადგილზე.

 

ვლადიმირ ზელენსკი ჯერ კიდევ 3 აპრილს გამოვიდა ინიციატივით, რომ დებატები 19 აპრილს, 19:00 საათზე გამართულიყო, პეტრო პოროშენკო დებატებზე თანახმა იყო, თუმცა, დებატების გამართვას უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში ითხოვდა.

 

ამას გარდა, პეტრო პოროშენკომ ვლადიმირ ზელენსკი კიევის ოლიმპიურ სტადიონზე დებატებზე14 აპრილსაც მიიწვია, თუმცა ზელენსკი დებატებზე არ გამოცხადდა.

 

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.

 

 

 

 

big_banner
არქივი