logo_geo
აშშ-ში თავშესაფრის მაძიებლებს დაპატიმრება ემუქრებათ
- +

18 აპრილი. 2019. 12:00

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მაძიებლებს განუსაზღვრელი ვადით დააპატიმრებენ.  ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

 

აშშ-ის გენერალური პროკურორის ახალი გადაწყვეტილების თანახმად, ამიერიდან გაცილებით მეტ მიგრანტს დააკავებენ და პატიმრობაში დატოვებენ მანამ, სანამ სასამართლოში მათი საქმე არ განიხილება.

 

არსებული პოლიტიკით, თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც დაარწმუნებდნენ შესაბამის უწყებას იმაში, რომ მათ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში საფრთხე ემუქრებათ, შეეძლოთ, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე თავისუფლად ყოფილიყვნენ.

 

ახალი პოლიტიკით კი, თავშესაფრის მაძიებლები პატიმრობაში დარჩებიან მანამ, სანამ საქმე არ განიხილება. სასამართლო პროცესები კი შესაძლოა წლობით გაგრძელდეს.

 

„ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირი“, გენერალური პროკურორის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს:

 

„ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა ათასობით ადამიანის უკანონო დაპატიმრება გამოიწვიოს. კონსტიტუცია არ აძლევს მთავრობას იმის უფლებას, რომ ადამიანები სათანადო პროცედურების გავლის გარეშე გამოკეტოს“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

ახალი საიმიგრაციო პოლიტიკა 90 დღეში ამოქმედდება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი