logo_geo
ნიუ-იორკში მამაკაცმა წმინდა პატრიკის საკათედრო ტაძრის დაწვა სცადა
- +

18 აპრილი. 2019. 13:02

 

„ნიუ-იორკში მამაკაცმა წმინდა პატრიკის საკათედრო ტაძრის დაწვა სცადა“, - ამის შესახებ ადგილობრივ მედია წერს.

 

სამართალდამცველებმა 37 წლის მამაკაცი მაშინ დააკავეს, როდესაც მანჰეტენზე მდებარე ტაძარში შევიდა. დაკავების დროს მას ბენზინით სავსე ბალონები და აალებისთვის საჭირო სითხე ჰქონდა.

 

დაკავების შემდეგ მამაკაცმა განაცხადა, რომ მგზავრობის დროს საწვავი გაუთავდა, ავტომობილი ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვა და ბენზინის ყიდვის შემდეგ მანქანამდე მოკლე გზით მისვლა, საკათედრო ტაძრის გავლით სურდა. თუმცა მისი ავტომობილის შემოწმების დროს პოლიციამ გაარკვია, რომ მანქანაში საწვავი იყო და არ დამთავრებულა.

 

ნიუ-იორკის სამართალდამცავ უწყებაში ინციდენტის შემდეგ ხაზი გაუსვეს ფაქტს, რომ 37 წლის მამაკაცმა წმინდა პატრიკის საკათედრო ტაძრის გადაწვა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარი ხანძრიდან ორ დღეში სცადა. სამართალდამცავ უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარის ტერორისტულ აქტად შეფასება ჯერ ნაადრევია.

 

ნეოგოთიკური სტილის კათოლიკური საკათედრო ტაძარი ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მდებარეობს. მეცხრამეტე საუკუნის ტაძარი ნიუ-იორკის ეპარქიის არქიეპისკოპოსის ადგილსამყოფელია. აშშ-ის ტერიტორიაზე გოთიკურ ნაგებობებს შორის უდიდესი წმინდა პატრიკის საკათედრო ტაძარი ქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

 

 

 

big_banner
არქივი