logo_geo
პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა 14 ადამიანი გაიტაცეს, შემდეგ კი მოკლეს
- +

18 აპრილი. 2019. 13:22

 

„პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა 14 ადამიანი გაიტაცეს, შემდეგ კი მოკლეს“, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

 

თავდასხმა ცენტრალური აზიის ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მოხდა.

 

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, შეიარაღებული მამაკაცები რამდენიმე სამგზავრო ავტობუსს დაესხნენ თავს. მათ სხვადასხვა ავტომობილიდან 14 მგზავრი მძევლად აიყვანეს და თავდასხმის ადგილიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით მოკლეს. ავტომაგისტრალზე მყოფი ავტობუსები ყარაჩიდან საპორტო ქალაქ გვადარისკენ მიემართებოდნენ.

 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია. ბელუჯისტანის პროვინციაში, სადაც თავდასხმა მოხდა, რამდენიმე სეპარატისტული და ისლამისტური დაჯგუფება მოქმედებს.

 

 

 

 

big_banner
არქივი