logo_geo
კიმ ჩენ ინი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს აპრილში რუსეთში შეხვდებიან
- +

18 აპრილი. 2019. 17:52

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს აპრილის მეორე ნახევარში, რუსეთში შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

 

შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერ არ სახელდება, ასევე უცნობია ადგილიც.

 

ვლადიმირ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი აცხადებს, რომ შეხვედრისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს.

 

ოფიციალური მოსკოვი ფხენიანს შეხვედრის რამდენიმე ადგილს სთავაზობს.

 

 

big_banner
არქივი