logo_geo
ჩრდილოეთ ირლანდიაში არეულობის დროს ჟურნალისტი დაიღუპა
- +

19 აპრილი. 2019. 10:43

 

ჩრდილოეთ ირლანდიის პროვინციაში არეულობის დროს ჟურნალისტი დაიღუპა. BBC-ის ინფორმაციით, ადგილობრივი სამართალდამცავი უწყება მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს.

 

არეულობა იმ დღეს მოხდა, როდესაც ირლანდიელები ბრიტანელების წინააღმდეგ 1916 წლის ამბოხების მორიგ წლისთავს აღნიშნავდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, არეულობის დროს დაღუპული ჟურნალისტი 29 წლის ლაირა მაკია, რომელიც ამ კონფლიქტსა და მის შედეგებზე წერდა.

 

პოლიციის ინფორმაციით, კრეგენის რაიონში არეულობა სამართალდამცველების მიერ რეიდის ჩატარების დროს მოხდა. არეულობის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართულებით ხელნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს ისროდნენ. ისმოდა სროლის ხმაც.

 

 

 

 

big_banner
არქივი