logo_geo
კანის კინოფესტივალის საკონკურსო ფილმების პროგრამა ცნობილია
- +

19 აპრილი. 2019. 13:25

 

კანის კინოფესტივალის საკონკურსო ფილმების პროგრამაში 19 ფილმია, თუმცა ნუსხა სავარაუდოდ გაიზრდება. Euronews-ის ცნობით, შესაძლოა, საკონკურსო ფილმების სიას კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმი „ერთხელ ჰოლივუდში“ დაემატოს. სურათში მთავარ როლებს ლეონარდო დი კაპრიო და ბრედ პიტი ასრულებენ.

 

ფესტივალს ჯიმ ჯარმუშის ნამუშევარი - „მიცვალებულები არ კვდებიან“ გახსნის. კომედიურ ფილმში ზომბების შესახებ, ბილ მიურეისთან ერთად ცნობილი მუსიკოსები ტომ უეიტსი, სელენა გომესი და იგი პოპა თამაშობენ. 19 საკონკურსო ფილმს შორის 6 ქალი რეჟისორების მიერ გადაღებული სურათია. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია პედრო ალმადოვარის ახალი ფილმი „ტკივილი და სიტყვები“. სურათში მთავარ როლებს პენელოპა კრუსი და ანტონიო ბანდერასი ასახიერებენ.

 

 

კანის კინოფესტივალი სტარტს 14 მაისს აიღებს, გამარჯვებულს კი 25 მაისს გამოაცხადებენ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი