logo_geo
ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა შესაძლოა მგზავრები თვითმფრინავში ჩასხდომამდე აწონონ
- +

19 აპრილი. 2019. 16:30

 

შესაძლოა ზოგიერთმა ავიაკომპანიამ მგზავრები თვითმფრინავში ჩასხდომამდე აწონოს. სტარტაპ კომპანია „Fuel Matrix“ აღნიშნულ საკითხზე ბრიტანულ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

 

„Daily Mail“-ის ცნობით, მგზავრები სპეციალური ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით აიწონებიან, შეგროვებულ ინფორმაციას კი თვითმფრინავისთვის საჭირო საწვავის რაოდენობის დასადგენად გამოიყენებენ.

 

კომპანია „Fuel Matrix“-ის შეფასებით, თვითმფრინავები იმაზე მეტი საწვავით დაფრინავენ, ვიდრე რეალურად სჭირდებათ, რაც მათ ხარჯებს ზრდის. იდეის განხორციელების შემთხვევაში, მგზავრების წონის შესახებ მონაცემები პილოტს გადაეგზავნება, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა რაოდენობის საწვავი ჩაასხას თვითმფრინავის ავზში.

 

როგორც წესი, რაც უფრო მძიმეა თვითმფრინავი, მით უფრო მეტი საწვავია საჭირო. გარდა საწვავის სიძვირისა, ის ატმოსფეროში ნახშირბადის ოქსიდსაც გამოყოფს, რაც ეკოლოგიურ პრობლემებს ქმნის.

 

დღესდღეობით ავიაკომპანიები მგზავრთა საერთო წონას გენდერზე დაყრდნობით ითვლიან. ქალების წონად 70 კილოგრამია განსაზღვრული, ბავშვების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 35 კილოგრამი, ხოლო კაცებისთვის 88 კილოგრამია. 

 

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს მგზავრების აწონვა ფინურმა ავიაკომპანია „Finnair“-მაც დაიწყო.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი