logo_geo
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ეკლესიაში ჭერის ჩამონგრევას 13 ადამიანი ემსხვერპლა
- +

19 აპრილი. 2019. 16:41

 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში წირვის დროს ეკლესიის ჭერი ჩამოინგრა, რასაც 13 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „Reuters“ ავრცელებს.

 

უბედური შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, კვაზულუ-ნატალის პროვინციაში მოხდა.

 

ასევე, „Reuters“-ის ინფორმაციით, 29 ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.

 

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ჭერის ჩამონგრევა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.

 

 

big_banner
არქივი