logo_geo
კოსოვომ ქვეყანაში სირიიდან „ISIS“-ის მებრძოლები და „ჯიჰადისტების“ ოჯახები დააბრუნა
- +

20 აპრილი. 2019. 15:30

 

 

სირიიდან კოსოვოში 110 ადამიანი, მათ შორის ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფი ოთხი მოქალაქე დაბრუნდა. ინფორმაციას კოსოვოს იუსტიციის მინისტრი ავრცელებს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს.

 

მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ 110 ადამიანიდან 30 ქალი და 74 ბავშვია, მათ შორის ცხრამ მშობლები სირიაში საბრძოლო მოქმედებებისას დაკარგა.

 

თებერვალში კოსოვოს პოლიცია აცხადებდა, რომ სირიის კონფლიქტის ზონაში 44 ქალი და 48 ბავშვი რჩებოდა.

 

2012 წლის შემდეგ კოსოვოდან სირიასა და ერაყში საბრძოლველად 400-მდე ადამიანი წავიდა.

 

კოსოვოში არსებული კანონმდებლობით, უცხოეთის ომში მონაწილე პირებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი