logo_geo
დიმიტრი მედვედევი: საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი არის
- +

22 აპრილი. 2019. 11:13

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი არის.

 

„ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტი რუსეთთან მიმართებაში იმ რიტორიკას გამოიყენებს, რომელიც მას წინასაარჩევნო კამპანიისას ჰქონდა, თუმცა, ამავდროულად ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობის გაუმჯობესების შანსი არსებობს“, - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

 

დიმიტრი მედვედევმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ახალ პრეზიდენტს პოლიტიკისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომა ექნება.

 

„უკრაინაში არჩევნები შედგა. შედეგმა აჩვენა, რომ უკრაინის პრობლემების გადაჭრის ახალი მიდგომების მოთხოვნა არსებობს. საჭიროა პრაგმატული და პასუხისმგებლიანი მიდგომა, რომელიც უკრაინაში არსებულ რეალობას ითვალისწინებს, მათ შორის ქვეყნის აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას“, - აღნიშნა დიმიტრი მედვედევმა.

 

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა ხმების 80%-ის დათვლის შემდეგ, ვლადიმირ ზელენსკი 73.09%-ით ლიდერობს. უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ამომრჩეველთა ხმების 24.57% აქვს. აღნიშნულ შედეგებს ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს.

 

 

 

big_banner
არქივი