logo_geo
შრი-ლანკაში ტერაქტებს დანიელი მილიარდერის სამი შვილი ემსხვერპლა
- +

22 აპრილი. 2019. 14:35

 

 

დანიელი მილიარდერის ანდერს ჰოლხ პოვლსენის ოთხი შვილიდან სამი შრი-ლანკაში ტერაქტების სერიას ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ „BBC“ ავრცელებს.

 

ოჯახი შრი-ლანკაში სააღდგომო შვებულებას ატარებდა.

 

ჰოლხ პოვსლენი ტანსაცმლის კომპანია „ასოსის“ უმსხვილესი აქციონერია. ის ასევე ფლობს საერთაშორისო ქსელ „ბესტსელერს“ და დიდ ბრიტანეთში მიწის უმსხვილესი მესაკუთრეა.

 

„სამწუხაროდ, ჩვენ ვადასტურებთ გავრცელებულ ცნობებს. გთხოვთ, დაიცვათ ოჯახის პირადი ხელშეუხებლობა“, – განაცხადა ოჯახის წარმომადგენელმა.

 

შრი-ლანკაში 21 აპრილს განხორციელებულ კოორდინირებულ თავდასხმას 290 ადამიანი ემსხვერპლა.

 

აფეთქებების სერია ეკლესიებსა და ძვირადღირებულ სასტუმროებში განხორციელდა. პოლიციამ თავდასხმასთან კავშირში 24 ადამიანი დააკავა.

 

გარდაცვლილთა უმრავლესობა შრი-ლანკელია. ისინი ეკლესიებში სააღდგომო მსახურებას ესწრებოდნენ. ამას გარდა, დაღუპულებს შორის 36 ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, დანიის, პორტუგალიის, თურქეთის, ჩინეთის, ავსტრალიის, ნიდერლანდებისა და იაპონიის.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი