„ირანი ცეცხლს ეთამაშება. ისინი არ აფასებენ თუ რაოდენ „კეთილი" იყო მათ მიმართ პრეზიდენტი ობამა. მაგრამ მე ასეთი არ ვიქნები!", - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა twitter-ის იფიციალურ გვერდზე რამდენიმე დღის წინ. ტრამპმა ირანი ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო გააფრთხილა, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევა და ახალი სანქციების დაწესებით დაიმუქრა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა კი ირანი ტერორიზმის ერთ-ერთ მთავარ სპონსორად დაასახელა. შესაბამისი განცხადება მან ტოკიოში თავის იაპონელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.