logo_geo
პენტაგონის ინფორმაციით, ჩინეთი მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე სამხედრო ბაზის განთავსებას აპირებს
- +

3 მაისი. 2019. 13:54

 

ჩინეთი მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე სამხედრო ბაზის განთავსებას აპირებს. ამის შესახებ პენტაგონი იუწყება.

 

აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, ბაზების განთავსების ადგილები შეიძლება იყოს პაკისტანი, ახლო აღმოსავლეთი და დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონი.

 

ბაზების მშენებლობა ინფრასტრუქტურული განვითარების ინიციატივის ფარგლებში იგეგმება, რომელიც ჩინეთმა მოამზადა.

 

ამ დროისთვის ოფიციალურ პეკინს ზღვის იქით მხოლოდ ერთი სამხედრო ბაზა აქვს ჯიბუტიში.

 

„ჩინეთი შეეცდება შექმნას დამატებითი სამხედრო ბაზები ისეთ ქვეყნებში, რომელთანაც მას ხანგრძლივი მეგობრული კავშირები აქვს და სტრატეგიულ ინტერესებს იზიარებს, ასეთია პაკისტანი“, - წერია პენტაგონის ანგარიშში.

 

მანამდე კი პენტაგონმა განაცხადა, რომ ჩინეთის ქმედებები არქტიკის რეგიონში ფართოვდება, რაც ჩინეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას გამოიწვევს. მათ შორის საუბარია წყალქვეშა ნავების განთავსებაზეც.

 

 

 

big_banner
არქივი