logo_geo
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: თავისუფალი, დამოუკიდებელი მედია აუცილებელია აქტიური და ქმედითი დემოკრატიისთვის
- +

3 მაისი. 2019. 17:33

 

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადასტურებს თავის მზადყოფნას, დაიცვას პრესის წარმომადგენლების უსაფრთხოება და თავისუფლება.

 

„თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია აქტიური და ქმედითი დემოკრატიისთვის. გარკვეული პროგრესის მიუხედავად, მსოფლიოში ჟურნალისტების დევნა, მათ წინააღმდეგ ძალადობა ან მკვლელობებიც კი გრძელდება, რაც ძალიან ხშირად დაუსჯელი რჩება“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკის შეერთებული შტატები პატივს მიაგებს მათ, ვინც სიცოცხლე მიუძღვნა ან გაწირა ჟურნალისტიკის გზით დემოკრატიის გაძლიერებისთვის.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი