logo_geo
კასილიასი საავადმყოფოს ორშაბათს დატოვებს
- +

4 მაისი. 2019. 12:32

 

 

„პორტუს“ გოლკიპერი იკერ კასილიასი, რომელმაც მიოკარდის მწვავე ინფარქტი გადაიტანა, კლინიკას უახლოეს ორშაბათს დატოვებს.

 

„ის წესრიგშია. სამედიცინო ჩანაწერებზე ბევრი არაფრის თქმა არ შემიძლია. კიდევ ორი დღე იქნება აქ და ორშაბათს დატოვებს საავადმყოფოს“, - განაცხადა ფეხბურთელის ცოლმა სარა კარბონერომ.

 

„კასილიასის მდგომარეობა უმჯობესდება, ის წესრიგშია. მთელი გუნდი ძალიან ნერვიულობდა, თითქოს თითოეულმა ფეხბურთელმა გადაიტანა იგივე. საბედნიეროდ, იკერი წესრიგშია. გუნდი მასთანაა“, - აღნიშნა „პორტუს“ მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო კონსეისაომ.

 

პორტუგალიური კლუბის მწვრთნელები და ფეხბურთელები საავადმყოფოში ესტუმრნენ კასილიასს. თითოეულს „პორტუს“ მეკარის მაისური ეცვა, რომელზეც ესპანელის გვარი ეწერა.

 

 

big_banner
არქივი