logo_geo
ჟურნალისტი რომელიც სამეფო ოჯახის წევრის შეურაცხყოფის გამო სამსახურიდან გაუშვეს
- +

9 მაისი. 2019. 18:10

 

ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის „BBC“ რადიოს წამყვანი დენი ბეიკერი სამსახურიდან სოციალურ ქსელში პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილის შესახებ შეუარცხმყოფელი პოსტის გამო გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად „BBC“ ავრცელებს.

 

ჟურნალისტმა სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც წყვილს უჭირავს ტანსაცმლიანი შიმპანზე, ფოტოს ახლდა წარწერა „სამეფო ოჯახის ბავშვი ტოვებს ჰოსპიტალს“. გამოსახულებას დიდ ბრიტანეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოგვიანებით რადიო-წამყვანმა პოსტი წაშალა და ბოდიში მოიხადა. ბეიკერმა მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს „სულელური დაუფიქრებელი ფოტო“ უწოდა, თუმცა ამავე დროს გააკრიტიკა „BBC“-ის გადაწყვეტილება მისი სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით. ჟურნალისტის თქმით, ის არ ეთანხმება მოსაზრებებს, რომ მისი ქმედება რასიზმის ნიშნებს შეიცავდა.

 

„მე იგივე სულელურ ფოტოს გამოვიყენებდი სამეფო ოჯახის ნებისმიერი წევრის დაბადების შემთხვევაში, ბორის ჯონსონის ბავშვისა ან ჩემი საკუთარი შვილის დაბადების შემთხვევაშიც კი. ეს სახალისო გამოსახულებაა. (თუმცა, რა თქმა უნდა, არა ამ კონტექსტში) ამიტომ ეს დიდი შეცდომაა. გროტესკი. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში, არჩი, მეგობარო, მაპატიე“, – დაწერა დენი ბეიკერმა.

 

როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის განცხადებაშია აღნიშნული, ბეიკერის პოსტი „ეწინააღმდეგებოდა მაუწყებლის ღირებულებას.

 

„დენი შესანიშნავი წამყვანია, თუმცა ის არ წარადგენს ყოველკვირეულ შოუს ჩვენთან“, -ნათქვამია განცხადებაში.

 

დენი ბეიკერს „BBC 5“-ის ეთერში შაბათ-კვირას მიჰყავდა გადაცემა. ის ბრიტანულ სამაუწყებლო კორპორაციასთან 80-იანი წლების ბოლოდან თანამშრომლობდა.

შეგახსენებთ, სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ თავიანთი ახალშობილის ფოტოები პირველად 8 მაისს გაავრცელეს. პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა შვილს არჩი დაარქვეს.

 

 

 

big_banner
არქივი