logo_geo
პაკისტანში მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა
- +

11 ივლისი. 2019. 10:58

 

 

პაკისტანში, პენჯაბის პროვინციაში სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახებას სულ მცირე 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 67 დაშავდა.

 

„Geo TV“-ის ინფორმაციით, სამგზავრო მატარებელი დიდი სიჩქარით ქალაქ რახიმიარ-ხარში მდგარ სატვირთო მატარებელს შეეჯახა.

 

დაშავებულთა შორის 9 ქალია და 11 ბავშვი.

 

ადგილობრივი ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა გაიზარდოს.

მომხდარის გამოძიება დაწყებულია.

 

 

big_banner
არქივი