logo_geo
მექსიკის პრეზიდენტის რეზიდენციასთან მომხდარ სროლას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

8 დეკემბერი. 2019. 11:02

 

 

მექსიკის ნაციონალურ სასახლესთან მომხდარ სროლას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, ინციდენტის შედეგად დაჭრილია კიდევ 2 ადამიანი.

 

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებული პირი პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ შენობაში შეიჭრა და იქ მყოფი პირების მისამართით ცეცხლი გახსნა.

 

ადგილზე მისულმა პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდირება განახორციელა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი