logo_geo
ავსტრალიაში ხანძრის ჩაქრობისას ვერტმფრენი ჩამოვარდა
- +

8 დეკემბერი. 2019. 17:45

 

ავსტრალიაში ხანძრის ჩაქრობისას ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხანძრებმა განსაკუთრებით ახალი სამხრეთ უელსის შტატი დააზარალა, სადაც ცეცხლმა 335 000 ფართობის ტყისა და ბუჩქების მასივი გაანადგურა.

 

ამ დროისათვის შტატში 100-ზე მეტი ხანძრის კერაა, რომლის ჩაქრობასაც 2 000 მეხანძრე 24-საათიან რეჟიმში ცდილობს. ქვეყანაში ხანძრებს 7 ადამიანი ემსხვერპლა. განადგურებულია 700-ზე მეტი სახლი. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ხანძრის შედეგად გამოწვეულმა კვამლმა ავსტრალიის უდიდესი ქალაქი სიდნეი მოიცვა, სადაც ცას წითელი შეფერილობა აქვს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი