ჰონგ- კონგში, ბოლო თვეების განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც თითქმის მილიონი ადამიანი მონაწილეობდა.
როგორც BBC, აქციის ორგანიზატორებზე დაყრდობით იტყობინება, ჰონგ-კონგის ქუჩებში მთავრობის წინააღმდეგ 800 000 ადამიანი გამოვიდა, პოლიცია კი ამბობს, რომ აქციაში 183 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს ბოლო შანსია მთავრობისთვის, რომ უპასუხოს მათ მოთხოვნებს. მთავარი მოთხოვნებია: აქციის დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლება, აქციების დროს პოლიცილების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების გამოძიება და თავისუფალი არჩევნები.
ჰონგ-კონგში, საპროტესტო აქციები უკვე ექვსი თვეა, მიმდინარეობს. თავდაპირველად აქციები მთავრობის მიერ ინიცირებული ექსტრადირების კანონპროექტს მოჰყვა, რომელიც მოგვიანებით მთავრობამ გაიწვია.