logo_geo
„ნიუ იორკ თაიმსი“: ერაყში, პოლიციის თვალწინ, დემონსტრანტებმა 16 წლის ბიჭი ლინჩის წესით დასაჯეს
- +

14 დეკემბერი. 2019. 11:01

 

 

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ერაყში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, 16 წლის მოზარდს მომიტინგეები ლინჩის წესით გაუსწორდნენ. გამოცემის ინფორმაციით, ბიჭმა ჰაერში იარაღი გაისროლა, რადგან ცდილობდა, მომიტინგეები მისი ოჯახის ეზოდან გაეყვანა.

 

ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ჩანს, რომ პოლიცია უმოქმედოდ დგას და უყურებს, როგორ დაჩეხეს ახალგაზრდა დანით და შემდეგ ყელი გამოჭრეს.

 

ერაყის ადამიანთა უფლებების უმაღლესმა კომისარმა აღნიშნული ფაქტი დაგმო და განაცხადა, რომ პოლიცია არაფერს აკეთებს ძალადობის შესაჩერებლად. მისივე თქმით, ის, რომ ათასობით ადამიანი ჩუმად იდგა და უყურებდა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები, იმის მაჩვენებელია, რომ „საზოგადოებისთვის ძალადობა მისაღებია“.

 

ერაყში ანტი-სამთავრობო დემონსტრაციები ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს. სამთავრობო ძალებთან შეტაკებისას ასობით ადამიანი დაიღუპა. 30 ნოემბერს ქვეყნის პრემიერი გადადგა, თუმცა მასშტაბური პროტესტი მაინც არ წყდება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი