logo_geo
ამერიკაში, სინაგოგასთან ხუთი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს
- +

29 დეკემბერი. 2019. 12:33

 

ნიუ-იორკის შტატის ქალაქ მონსიში, სინაგოგასთან განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს, რომელმაც ხუთი ადამიანი დანით დაჭრა. ამის შესახებ პოლიცია Facebook-ის გვერდზე იუწყება.

 

დაკავებულის შესახებ სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება. ცნობილია, რომ დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

 

ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა მკაცრად დაგმო მომხდარი ფაქტი და განაცხადა, რომ ანტისემიტიზმის პრობლემა მთელ მსოფლიოს ემუქრება.

 

„ანტისემიტიზმი წარმოადგენს არა მხოლოდ ებრაულ პრობლემას და ეს მხოლოდ ისრაელის სახელმწიფოს პრობლემა არაა. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ ბოროტების გავრცელების შესაჩერებლად, რაც გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს“, - წერს რივლინი სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი