logo_geo
იტალიის ალპებში ზვავის ჩამოწოლას 3 ადამიანი ემხვერპლა
- +

29 დეკემბერი. 2019. 16:12

 

იტალიის ალპებში ზვავის ჩამოწოლას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. უბედური შემთხვევა იტალიის ალებში შნალშტადის სათხილამურო კურორტზე მოხდა. სტიქიას 35 წლის ქალი და 2 ბავშვი ემსხვერპლა.

 

გამოცემის ინფორმაციით, სამივე მათგანი გერმანიის მოქალაქე იყო. სამაშველო ოპერაციაში 70-მდე მაშველი და 3 ვერტმფრენი იყო ჩართული. ამასთანავე ზვავის ჩამოწოლის შედეგად 2 ტურისტი დაშავდა. ექიმების ცნობით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი