logo_geo
თავდაცვის ძალებმა ოთხი ტერორისტი მოკლეს
- +

5 იანვარი. 2020. 15:03

 

 

კენიის სამხედრო ბაზაზე დაჯგუფება „ალ-შაბააბის“ თავდასხმის დროს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა, 4 ტერორისტი მოკლეს. ამ ინფორმაციას „CNN“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სომალიში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფების, „ალ-შაბააბის“ წევრები კენიაში მდებარე სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს, სადაც აშშ-ის სამხედრო შენაერთებიც იმყოფებიან.

 

კენიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ ტერორისტების თავდასხმა მოიგერიეს, რა დროსაც 4 თავდამსხმელი მოკლეს. მოგვიანებით, „ალ-შაბააბმა“ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო.

 

შეგახსენებთ, რომ დაჯგუფება „ალ-შაბააბი“ ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ-ქაიდასთანაა“ დაკავშირებული და წლებია აფრიკის ქვეყნებში ტერორისტულ აქტებს აწყობს.

 

 

big_banner
არქივი