logo_geo
ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინაში გლოვის დღე გამოაცხადა
- +

9 იანვარი. 2020. 10:35

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ თეირანთან, „უკრაინული საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის გამო, უკრაინის ტერიტორიაზე 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით ზელენსკიმ შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა.

 

8 იანვარს, „ბოინგ 737“-ის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის საპატივსაცემოდ პრეზიდენტმა გადაწყვიტა, უკრაინაში ხელისუფლების სტრუქტურების, ადგილობრივი თვითმმართველობების, სახელმწიფო უწყებების, ინსტიტუტთა და ორგანიზაციების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვას.

 

პრეზიდენტის ბრძანებით ასევე უქმდება გასართობი და საკონცერტო ღონისძიებები.

 

შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა თვითმფრინავმა თეირანის აეროპორტის სიახლოვეს კატასტროფა განიცადა. „ბოინგ 737“-ზე უკრაინის 11 მოქალაქე იმყოფებოდა (მათ შორის, 2 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი), ასევე, კანადის 63 მოქალაქე, 82 - ირანის, 3 - გერმანიის, 10 - შვედეთის, 4 - ავღანეთის, 3 კი - დიდი ბრიტანეთის.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი