logo_geo
ავსტრალიას ხანძრებთან ბრძოლაში ამერიკელი მეხანძრეები დაეხმარებიან
- +

10 იანვარი. 2020. 15:00

 

ავსტრალიას ხანძრებთან ბრძოლაში 150-ზე მეტი ამერიკელი მეხანძრე დაეხმარება.

 

„ცეცხლმა ქვინსლენდსა და ახალ სამხრეთ უელსში განსაკუთრებული საფრთხეები შექმნა და გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. ჩვენი სახანძრო სამსახურების თანამშრომლობა წლებს ითვლის და ეს ნაბიჯიც ამერიკა-ავსტრალიის მეგობრობისა და ალიანსის დასტურია“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა ავსტრალიაში ართურ ბ. ქულვაჰაუსმა.

 

ავსტრალიას კერძო ამერიკული კომპანიებიც ეხმარებიან, რომლებმაც კონტინენტზე სპეციალური საჰაერო ხომალდები გაგზავნეს.

 

ცნობისთვის, ავსტრალია ხანძრებს სექტემბრიდან ებრძვის. ვითარება დღეს კიდევ უფრო რთულია. ხელისუფლება მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდებს. ქვეყნის პრემიერის, სკოტ მორისონის თქმით, პარასკევი „ურთულესი დღე იქნება აღმოსავლეთ შტატებში“, სადაც სინოპტიკოსების თქმით, ძლიერი ქარი, მაღალი ტემპერატურა და ელვაა მოსალოდნელი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი