logo_geo
„ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ მსახიობი ჰარი ჰეინსი გარდაიცვალა
- +

10 იანვარი. 2020. 18:51

 

ამერიკელი მსახიობი ჰარი ჰეინსი გარდაიცვალა. ის 27 წლის იყო. ამის შესახებ ჰეინსის დედა, ასევე მსახიობი ჯეინ ბედლერი Instagram-ზე წერს.

 

მისი თქმით, ჰეინსი 7 იანვარს გარდაიცვალა. „მთელი მსოფლიო ფეხებთან ჰქონდა, თუმცა სამწუხაროდ ის ფსიქიკურ დაავადებებსა და დამოკიდებულებას ებრძოდა"-წერს ჯეინ ბედლერი. მსახიობს 12 იანვარს დაკრძალავენ.

 

ჰარი ჰეინსი ცნობილი სერიალ „ამერიკული საშინელებათა ისტორიაში“ შესრულებული როლით გახდა. გარდა ამის, ის მონაწილეობდა სერიალებში The OA და „მხდალი პიტი“.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი