logo_geo
ინდოეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა
- +

30 იანვარი. 2020. 17:24

 

ინდოეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ „Reuters“ წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა კერალას შტატში დაფიქსირდა. დაავადებული ქალი სტუდენტია, რომელიც ჩინეთში, უხანის უნივერსიტეტში სწავლობს და ახლა იზოლაციაში იმყოფება. ბოლო დღეებში ჩინეთიდან კერალაში 806 მოქალაქე დაბრუნდა. ყველა მათგანს ექიმები აკვირდებიან. 

 

ბოლო მონაცემებით, ფატალურმა ვირუსმა ჩინეთში 170 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 7700-ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 1737-ით, დაღუპულთა რაოდენობა კი 38-ით არის გაზრდილი. ვირუსი მთელ ჩინეთში გავრცელდა.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსის 105 შემთხვევაა გამოვლენილი, თუმცა, ლეტალური შემთხვევები მხოლოდ ჩინეთში დაფიქსირდა. 

 

big_banner
არქივი