logo_geo
თურქეთის სამხედრო თვითმფრინავმა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებიც გადმოჰყავს, უხანი უკვე დატოვა და ანკარისკენ მიემართება
- +

1 თებერვალი. 2020. 11:32

 

თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომლითაც, მედიის ცნობით, თურქ მოქალაქეებთან ერთად საქართველოს მოქალაქეების ჩინეთიდან ევაკუაციაც ხორციელდება, უკვე ანკარისკენ მიემართება.

 

მოქალაქეების გარდა, თვითმფრინავში 11 სამხედრო, ექვსი ექიმი, ორი ჟურნალისტი და ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელია.

 

ყველა მგზავრი, რომელიც ბორტზე იმყოფება, ასვლამდე სამედიცინო ექსპერტების ჯგუფმა საფუძვლიანად შეამოწმა. თურქეთში ჩასვლისთანავე ისინი ანკარის საავადმყოფოში, საკარანტინო პირობებში 14 დღის მანძილზე გაჩერდებიან.

 

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავს ჩინეთიდან 48 ადამიანის ევაკუაცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა 6 პირმა უხანის დატოვებაზე უარი განაცხადა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი