logo_geo
მაიკ პომპეომ ბელარუსის ნავთობით უზრუნველყოფით მზადყოფნის შესახებ განაცხადა
- +

1 თებერვალი. 2020. 18:10

 

აშშ მზად არის ბელარუსი ნავთობით მოამარაგოს, - ამის შესახებ მინსკში ვიზიტით ყოფნისას შეერთებული შტატების მდივანმა მაიკ პომპეომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმირ მაკეისთან შეხვედრის დროს განაცხადა. ინფორმაციას „Reuters“ ავრცელებს. 

 

შეერთებულ შტატებს ბელარუსის სუვერენული სახელმწიფოს აშენებაში დახმარება სურს. ენერგიის ჩვენი მწარმოებლები მზად არიან, 100%-ით მოგამარაგოთ საჭირო ნავთობით კონკურენტულ ფასად. თქვენი ქვეყნის აყვავება და უსაფრთხოება მხოლოდ ერთ პარტნიორზე არ უნდა იყოს დამოკიდებული“, - განაცხადა პომპეომ. 

მისივე თქმით, უახლოეს დროში ვაშინგტონი ბელარუსში ახალ ელჩს დანიშნავს. მანამდე კი სახელმწიფო მდივანი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა, რომელმაც ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. 

 

ძალიან კარგია, რომ ბელარუსის და აშშ-ის ურთიერთობაში არსებული სხვადასხვა უსაფუძვლო გაუგებრობის მიუხედავად, მინსკში ჩამოსვლა და ჩვნი ქვეყნის დათვალიერება გადაწყვიტეთ“, - თქვა ლუკაშენკომ. მან ასევე ბელარუსში დიქტატურის შესახებ იხუმრა:ჩვენი დიქტატურა განსხვავებულ, შაბათ-კვირას ყველა ისვენებს, პრეზიდენტი კი მუშაობს“. 

 

მაიკ პომპეო ბელარუსში 1 თებერვალს ჩავიდა და ქვეყანას დღის ბოლოს დატოვებს.

 

big_banner
არქივი